ფაკულტეტის სიახლეები
2010 წლის 29-30 ივნისს ჩატარდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტისა და ბლაგოეგრადის (ბულგარეთი) ნეოფიტრილსკის უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია - ,,სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია გლობლიზაციის პირობებში“. პროგრამა | აპლიკაციიის ფორმა
Have the honor to invite you for participation at Cooperative Scientific Conference of Faculty of Agriculture of Batumi Shota Rustaveli State University and South-West University "Neofit Rilski” of Bulgaria «Modernization of agriculture in the conditions of globalization» Programm | Aplication form
|
|
|
22 აპრილი 2010 წელი22 აპრილს - დედამიწის დღეს - ბსუ-ს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტების ჯგუფი გაემგზავრნა მტირალას ეროვნული პარკის გასაცნობად. პარკის სათაო ოფისში (ჩაქვი) მოსმენილი იქნა ლექცია- ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ“. მტირალას ეროვნული პარკის ირგვლივ ვრცლად ილაპარაკა პარკის გენერალუმა დირექტორმა დ. ხომერიკმა და რეინჯერმა რ. დავითაძემ. ამის შემდეგ ჯგუფმა დაათვალიერა პარკის ულამაზესი ბუნების მრავალფეროვნების ამსახველი სურათების გალერეა-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია. ბოლოს ჯგუფის შემადგენლობამ დააგემოვნა ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თაფლი და ნიგოზი.
გარდა ამისა, ლექტორ - მასწავლებელთა და სტუდენტთა მეორე ჯგუფმა ადგილზე - ფაკულტეტის ტერიტორიაზე დარგეს ფიჭვისა და პალმის ნერგები.
|
19 აპრილი 2010 წელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის საპასუხოდ 19 აპრილს ფაკულტეტს ესტუმრა ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტის 15 პროფესორ-მასწავლებელი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით აზრთა ურთიერთგაცვლა. მასთან ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ღირშესანიშნაობათა გაცნობა. სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ აჭარის ღირშესანიშნაობებით და ბიომრავალფეროვნებით, გამოთქვეს სურვილი შემდგომი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის
|
02 აპრილი 2010 წელი შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო - სამეურნეო ფაკულტეტის მოწვევით, 2 აპრილს, ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ ართვინის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის პროფესორ - მასწავლებელთა და სტუდენტთა 30 კაციანი ჯგუფი. ფაკულტეტზე შეხვედრა ჩაიარა თბილ და მეგობრულ ვითარებაში. სტუმარების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო ფაკულტეტის, განსაკუთრებით კი სატყეო საქმის სპეციალობის სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა. ამ და სხვა საკითხებზე აზრთა ურთიერთ გაზიარების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი. სტუმრებს მეგზურობას უწევდა ფაკულტეტის სრული პროფესორი ვანო პაპუნიძე. ისინი მოხიბლული დარჩენ ბაღის ბიომრავალფეროვნებითა და მომსახურებით. სტუმრების მიწვევით მსგავსი შეხვედრა გაგრძელდება ართვინში.
|
01 აპრილი 2010 წელი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის დოქტორანტმა გიული ბერიძემ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს 31 მარტს გააცნო ჩინეთის რესპუბლიკაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით გათვალისწინებული 2 თვიანი სტაჟირების შედეგები.
|
25 მარტი 2010 წელი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის ძალებით, ფაკულტეტის სასწავლო-საცდელ ბაზას მოემატა ერთი მარტივი ტიპის მინისათბური, სადაც სტუდენტები აითვისებენ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიას.
|
23 მარტი 2010 წელი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ ართვინის ვილაეთის მცენარეთა დაცვის სამსახურის 3 კაციანი ჯგუფი. შეხვედრა შედგა თბილ და საქმიან ვითარებაში. ორივე მხარემ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. გადაწყდა, რომ ერთობლივად ჩატარდება მონიტორინგი მცენარეთა დაცვის საკითხებზე ართვინისა და აჭარის რეგიონებში.
|
17 მარტი 2010 წელიუნივერსიტეტში აბიტურიენტთა მოზიდვის მიზნით ღია კარის დღეები ჩატარდა აჭარის ყველა რაიონში ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობით.
ფაკულტეტის ძალებით აღნიშნული ღონისძიებები მოეწყო ბათუმის საშუალო სკოლაში ,, თაობა XXI “; სალიბაურის N1 და ინჯალოს; ოზურგეთის N5 და სოფელ მერიიის და ლაითურის და სხვა საჯარო სკოლებში.
... სრულად »
|
13 იანვარი 2010 წელისაქველმოქმედო აქცია მახინჯაურის ჩვილბავშთა სახლის დასახმარებლად 2010 წლის 13 იანვარს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო – სამეურნეო ფაკულტეტის სააქტო დარბაზში მოეწყო საქველმოქმედო აქცია მახინჯაურის ჩვილბავშთა სახლის დასახმარებლად. საქველმოქმედო აქციის ინიციატორი იყო რსუ –ს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმართველობა და ფაკულტეტის დეკანატი. აქციის ორგანიზებულად ჩატარებაში დიდი დახმარება გაუწია რსუ – ს სტუდენტთა ცენტრალული თვითმართველობის ხელმძღვანელობამ. მახინჯაურის ჩვილბავშვთა სახლის დასახმარებლად ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმართველობის მიერ დამზადდა 1 ლარიანი ბილეთები, რომელიც შეიძინა 200 – მდე მსურველმა; შეგროვილი თანხა სტუდენტური თვითმართველობის მიერ გადაეცა მახინჯაურის ჩვილბავშთა სახლს. ბოლოს ფაკულტეტის სტუდენტთა და ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის ბავშთა ფოლკლორულ – ქოროგრაფიული ანსაბლი “თოლია”-ს მიერ ჩატარდა კონცერტი.
|
|
|
25 ნოემბერი 2009 წელიექსპედიცია კინტრიშის ნაკრძალში 2009 წლის 25 ნოემბერს რსუ-ს სასოფლო - სამეურნეო ფაკულტეტის მიერ მოეწყო სასწავლო - კვლევითი ექსპედიცია ქობულეთის რაიონის კინტრიშის ნაკრძალში. ექსპედიციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფ ო.შაინიძე, ასოც.პროფ. დ.ჯაში, ასისტ.პროფ. ნ.ალასანია, ნ.ნაკაშიძე, უფრ.მასწ. ლ.ებრალიძე, დოქტორანტი მ.გოგელია, მაგისტრები გ.შანთაძე, დ. შავაძე და სხვა. ნაკრძალის დათვალიერების შემდეგ ექსპედიციის წევრებმა გაეცანენ იქ გავრცელებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ, უნიკალურ, რელიქტურ მცენარეებს, მოახდინეს მათი ფოტოგადაღება და შეგროვება .
|
|
|
|
|
16 ოქტომბერი 2009 წელი 2009 წლის 16 ოქტომბერს სასოფლო–სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აღნიშნეს სასიქადულო მამულიშვილის, გამოჩენილი მეცნიერის აკადემიკოს მამია გოგოლიშვილის 95 წლისთვი. აკადემიკოს მამია გოგოლოშვილის გახსენებისადმი მიძღვნილი სხდომა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ო. შაინიძემ. მამია გოგოლიშვილის განვლილი ცხოვრებისა და სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში მოღვაწეობის შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა მისმა აღზრდილმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათ აკადემიის წევრკორესპონდენტმა, სრულმა პროფესორმა რ. ჯაბნიძემ. ცნობილი მეცნიერი თბილი სიტყვებით მოიხსენიეს აგრეთვე საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტმა, სრულმა პროფესორმა ვ. პაპუნიძემ, ქიმიის დოქტორმა ო. შამილიშვილმა, ასოც. პროფესორმა დ. გვიანიძემ და სხვებმა.
|
25 აგვისტო 2009 წელიგანცხადებასასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე... სრულად »
|
09 ივნისი 2009 წელი2009 წლის 9 ივნისს 14 საათზე N238 აუდიტორიაში ჩატარდება კონფერენცია "ნარკომანია და ნარკოტიზმი - XXI საუკუნის სენი". სრულად...
|
|
|
|
|
07 მაისი 2009 წელიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო–სამეურნეო ფაკულტეტი 2009-2010 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში. სრულად...
|
02 მაისი 2009 წელიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სპეციალიზირებულ საბჭოზე მიმდინარე წლის 21 მაისს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დოქტორანტ იამზე თავდუმაძის სადისერტაციო ნაშრომის " ბალზამური ტიპის ჩაის წარმოების ტექნოლოგია" საჯარო განხილვა.
|